კერძო სკოლა „ცოდნის“ ტრადიციადქცეული საქველმოქმედო კამპანია
23-01-2024

კერძო სკოლა „ცოდნაში“, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას, რომ იყვნენ მეტად ჰუმანურები, შეეძლოთ თანადგომა და სიკეთის კეთება. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა წინასაახალწლო საქველმოქმედო კამპანია და ამჯერადაც, სასწავლო წლის პირველი სემესტრი აღნიშნული ინიციატივით დაგვირგვინდა. 

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეაგროვეს საკვები პროდუქტი და ტკბილეული, შემდეგ კი, სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს. აღსანიშნავია, რომ სკოლამ 1 სადილი კათარზისსაც აჩუქა და მადლიერებაც დაიმსახურა.

მოსწავლეები, დახუნძლული ხელებით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, მოხუცთა თავშესაფარსაც ესტუმრნენ და მასპინძლებს წინასაახალწლო დღეები გაუხალისეს.

სკოლაში ყველას, ვინც კამპანიაში იყო ჩართული, თანადგომისთვის დიდი მადლობას უხდიან. 

იხილეთ ვოდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203