ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლემ, რაპირით მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძემ კადეტთა შორის საქართველოს ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
23-01-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის - ანანო ჯინჭარაძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

18-19 იანვარს, თბილისში, ფარიკაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე რაპირით მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძემ კადეტთა შორის - ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, იუნიორთა შორის კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და, სკოლის, ქალაქისა და ქვეყნის სასახელოდ მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, სპორტსმენს და მწვრთნელს - თინათინ ბოლქვაძეს მიღწეულ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ანანო ჯინჭარაძის კლასის დამრიგებელი ნანა პაპუნიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203