წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ლუკა ტყაბლაძემ მუშაობის შუალედური ანგარიში წარადგინა 
23-01-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმატებით მუშაობს. 

22 იანვარს, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ - ლუკა ტყაბლაძემ სკოლაში შუალედური ანგარიში წარადგინა.

ლუკა ტყაბლაძის 2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის შუალედურ ანგარიშში ნათლად იყო გადმოცემული თუ რა გააკეთა მოსწავლეთა თვითმმართველობამ მიმდინარე სასწავლო წლის I სემესტრში.

ანგარიშს ესწრებოდნენ სკოლის სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და წყალტუბოს N2 და N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები.

ანგარიშის წარდგენის ბოლოს ლუკა ტყაბლაძემ დააჯილდოვა ყველა ის მოსწავლე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.

„მოვალთ, იმედად ხვალის!“ - ასეთია ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის სლოგანი და შემართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203