„დიდი სიამაყით ვულოცავთ პირველი ადგილის მოპოვებას“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-11 კლასის მოსწავლის - ნინო ხარაიშვილის სპორტული წარმატება
23-01-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - ნინო ხარაიშვილის სპორტულ წარმატებას ზეიმობენ. მოსწავლემ საქართველოს პირველობა​ზე, ჭიდაობა ძიუდოში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ნაკრების წევრი დამსახურებულად გახდა. 

2024 წლის საქართველოს პირველობა 2007-2009 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის 18-19 იანვარს ჩატარდა.

სკოლაში მოსწავლის მიღწევა განსაკუთრებულად ახარებთ და ქვეყნის სასახელოდ მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-11 კლასის მოსწავლეს - ნინო ხარაიშვილს დიდი სიხარულით და სიამაყით ვულოცავთ პირველი ადგილის მოპოვებას და საქართველოს ნაკრების წევრობას. კიდევ ბევრი წარმატება მიგველოცოს მისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203