მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ფილმი გადაიღეს
22-01-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას მრავალმხრივ განვითარებული და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული მოსწავლეები ჰყავს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა რეჟისორისა და მსახიობების როლები მოირგეს და ინგლისურენოვანი ფილმი შექმნეს.

მოსწავლეებმა მცირემეტრაჟიანი ფილმი, უილიამ შექსპირის ტრაგედიის - „რომეო და ჯულიეტა“, მიხედვით გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ საინტერესო ინიციატივაში მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქტივობას კი, ინგლისური ენის პედაგოგი, ქრისტინე ყურაშვილი ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვოყვებიან, 17 იანვარს სკოლაში მოეწყო ფილმის პრემიერა, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების ბოლოს, ფილმში მონაწილე მსახიობები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ვიდეოები: 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203