
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, VI კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებელ თამრიკო ჭურღულიასთან ერთად English Book Education- ის ორგანიზებულ საშობაო კონკურსს შეუერთდნენ.
მოსწავლეებს, აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ, რითიც სკოლაში ამაყობენ, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წახალისებას ჩაერთონ არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმოაჩინონ ცოდნა და უნარები დიდი ყურადღება ეთმობა.