ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიებაზე ზღაპრის გმირებს უმასპინძლეს
22-01-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა შემოქმედებითი სახის ღონისძიებებში თავიანთ ნიჭსა და შესაძლებლობებს შესანიშნავად წარმოაჩენენ.

გამონაკლისი საახალწლო ღონისძიებაც არ ყოფილა, სადაც მათ თოვლის ბაბუა და გრინჩი მიიწვიეს. 

ზეიმზე ბავშვებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ბავშვები ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გასართობი ცენტრის ცენტრის - „მადაგასკარის“ ჯგუფის წევრებმა გაახალისეს. მათ მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო პროგრამა შესთავაზეს.

ეს დღე დასამახსოვრებელი, საინტერესო და ემოციური იყო თითოეული მოსწავლის, მშობლისა და დამსწრე საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203