წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მალე ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ 
22-01-2024

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო შეუქმნან და მოტივაცია აუმაღლონ. 

სკოლისა და სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ინიციატივა, რომლის ფარგლებში სკოლაში კურსდამთავრებულის - შორენა იოსელიანის დაფინანსებით, დაიწყო სკოლის ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა ინვენტარითა და ტექნიკით. 

სკოლაში ეს მნიშვნელოვანი სიახლე განსაკუთრებულად ახარებთ. 

„სულ მალე ჩვენს მოსწავლეებს ექნებათ ერთ ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკა“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203