მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე სემესტრი თოჯინების თეატრით გახსნეს 
22-01-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023-2024  სასწავლო წლის მეორე სემესტრი თოჯინების თეატრით გახსნეს.

სკოლაში თოჯინური სპექტაკლი გაიმართა. მოსწავლეებმა სპექტაკლად შერჩეული ზღაპარი - „კონკია“  აქციეს და წარმოდგენა ინგლისურ ენაზე გაითამაშეს. 

ღონისძიებაში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ენის ცოდნასთან ერთად, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

თეატრს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის პედაგოგი ქრისტინე ყურაშვილი.

სცენაზე გაცოცხლებულმა ზღაპარმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203