სიღნაღის საჯარო სკოლის გუნდი „ფენიქსი“ ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა 
22-01-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე აქტიურად ზრუნავენ მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება

ახლახან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად როდის?“ ფინალური ტურის გამარჯვებული სიღნაღის საჯარო სკოლის გუნდი „ფენიქსი“ დააჯილდოვა.

მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები, ბროლის ბუ და სიგელები მერმა გადასცა და წარმატება მიულოცა. 

აღსანიშნავია, რომ  წელს განსხვავებული ფინალი იყო, 25 კითხვის შემდეგ გამარჯვებული გუნდი ვერ გამოვლინდა, რადგან ორივე გუნდმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვა. თამაში სუპერფინალით გაგრძელდა, დამატებითმა კითხვებმა, ასევე, ვერ გამოავლინა გამარჯვებული, სწორედ ამიტომ, პირველი ადგილი გაიყო ორმა გუნდმა - პირველი ადგილის მფლობელები სიღნაღის საჯარო სკოლის გუნდი „ფენიქსი“ და წნორის N3 საჯარო სკოლის გუნდი - Senatus PopulusQue Tsnorius გახდნენ. 

სიღნაღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის ახალისებენ და მხარს უჭერენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203