ივანდიდის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, გარემოსდაცვითი კონკურსი მოეწყო
22-01-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავენ.  სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით (სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ელიზა ლიპარტელიანი), მორიგი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

გამოცხადდა შეჯიბრი პლასმასის ნარჩენების შეგროვების მიზნით. შეჯიბრში გაიმარჯვეს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, რომლებსაც გადაეცათ პრიზი - ფრენბურთის ბურთი.

მოსწავლეთა თვითმმართველობა შეჯიბრის ფარგლებში თანამშრომლობს სკოლაში არსებულ ეკოკლუბთან. ეკოკლუბელებს გადაეცემათ პლასტმასების ნარჩენებიდან მიღებული თანხა, სკოლის ეზოს გამწვანების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203