„ქართველი მწერლების გამოცნობა მათი მოკლე ბიოგრაფიებით“ - უჩხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის შთამბეჭდავი გაკვეთილი
18-01-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, სწავლებისას მიმართავენ თანამედროვე მიდგომებს, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვლზე დადებითად აისახება.

მათ შორის აღსანიშნავია, უჩხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო სოლომონიძის შთამბეჭდავი გაკვეთილი. პედაგოგმა მეექვსე კლასის მოსწავლეებს შესწავლილი მასალის განსამტკიცებლად შემეცნებითი და ამავე დროს, სახალისო აქტივობა შესთავაზა. 

აქტივობის პირობა იყო ქართველი მწერლების გამოცნობა მათი მოკლე ბიოგრაფიის მიხედვით.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203