
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული მრავალფეროვანი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ასევე საზეიმო-გასართობი ღონისძიებებით.
ამ მხირივ გამორჩეული იყო წინასაახალწლო პერიოდი.
სკოლაში გაიმართა საახალწლო ღონისძიება - „საშობაო ზღაპარი“. ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ერთად მეშვიდეკლასელებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს დაწყებითი კლასების პედაგოგებმა და მე-7 კლასის ხელმძღვანელმა მაია რიჟამაძემ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ბავშვებმა ზღაპრის გმირების როლები მოირგეს, შეასრულეს თემატური სიმღერები, მეშვიდეკლასელებმა იცეკვეს - ნუნუკა მჭედლიძემ და ლაშა შერაზადიშვილმა ქართული ეროვნული ცეკვა - „ქართული“ შეასრულეს, ტასო მიქაძემ კი „ცეკვა-თამაში“.
დეკორაციების მოწყობასა და სცენის მორთვაში აქტიურად იყო ჩართული ხელოვნების პედაგოგი ანა ღამბარაშვილი. მუსიკის პედაგოგმა გოგონებთან ერთად შეასრულა ცეკვა - „მერი პოპინსი“.
იხილეთ ფოტოები: