ფოთის N7 სკოლის პედაგოგთა არაჩვეულებრივი გაკვეთილები და საგნობრივი კათედრების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი
18-01-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში საგნობრივი კათედრების თანამშრომლობით არაერთი საინტერესო გაკვეთილი, ღონისძიება თუ აქტივობა იმართება, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე აისახება. 

„სასკოლო კულტურის ნაწილია ლაბორატორიების/ასე ვუწოდეთ საგნობრივ კათედრებს/ თანამშრომლობა“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ახალხან, არა-ჩვეულებრივი გაკვეთილების ფარგლებში, ქართულ ლიტერატურაში ნასწავლი მასალის უკეთ გააზრება-გაანალიზების მიზნით, მე-4 კლასელებს უძველეს პერიოდზე ესაუბრა ისტორიის მასწავლებელი მაკა ბულუხია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის ქვის ხანა, რაც მათგან წამოსულმა კითხვებმა დაადასტურა.

მოსწავლეებმა საგანში ცოდნა გაიღრმავეს, ბევრი ახალი შეიმეცნეს და საკითხს მეტად სიღრმისეულად შეხედეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203