თბილისის N92 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები გააცოცხლეს 
18-01-2024

თბილისის N92 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, მე-2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „იაკობ გოგებაშვილი და მისი მოთხრობები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა შეძლეს მოთხრობები მათი შექმნილი წიგნების სახით წარმოედგინათ და მათში მოთხრობილი ისტორიები და პერსონაჟები გაეცოცხლებინათ. მათ აღწერეს თითოეული მოთხრობა და გამართეს პრეზენტაციები.

შესაბამისი კოსტიუმებით შემოსული ბავშვები განასახიერებდნენ წიგნის გმირებს. პატარებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მათ გაითამაშეს მოთხრობის სიუჟეტები და გააცოცხლეს ნაწარმოების გმირები. შემდეგ ყველა მოთხრობა აკინძეს და ერთ დიდ წიგნად აქციეს.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნათია გოგიტაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი გაკვეთილებით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203