
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლაში Vა კლასის მოსწავლის - გიორგი ქათამაძის მუსიკალურ წარმატებას აღნიშნავენ. გიორგი ქათამაძე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისათვის დიპლომით დაჯილდოვდა.
გიორგი ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელია.
მეხუთეკლასელის დამრიგებელი შორენა ბუიღლიშვილი გახლავთ, ვოკალის პედაგოგი კი - მაია დონაძე.
სკოლაში მოსწავლეს მიღწეულს კიდევ ერთხელ ულოცავენ.
„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: