ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმში წარდგენილი თემების პრეზენტაცია მოაწყვეს
23-05-2018
ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ თედორაძემ და მარიამ ხაჭვანმა ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 72-ე სასწავლო კონფერენციაზე წარდგენილი თემების პრეზენტაცია მოაწყვეს.
მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს, რაც, მოსწავლეების თქმით, სტიმულია სამომავლო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
სკოლის დირექციის ცნობით, სკოლაში მსგავსი აქტივობები ხშირად ტარდება.