უწერის სკოლის მოსწავლის ემოციურად წაკითხული გალაკტიონის ლექსი
22-11-2016
"რაც უფრო შორს ხარ" - კითხულობს ნიკოლოზი.
ჩრდილების თეატრი (სილუეტური თეატრი), ლირიკული პერსონაჟები, მუსიკა, ხმამაღალი კითხვა, გარეთ თოვლი და სკოლიდან სახლის გზაზე შემოწოლილი სევდა - გალაკტიონის დაბადების დღე უწერის სკოლაში.
სილუეტური თეატრის შექმნაში მასწავლებლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები.
სილუეტური თეატრი ავითარებს ფანტაზიას, შემოქმედებით უნარებს, ამაღლებს შინაგან მოტივაციას და, რაც ყველაზე მთავარია, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და განცდებს იწვევს.
იდეის ავტორი და ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლელა კოტორაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს