
თბილისის N136 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლა დირექციისა და პედაგოგებისთვის დიდი სიხარულისა და სიამაყის საფუძველია.
ამჯერად, სკოლა მე-2ა კლასის მოსწავლეს - გიორგი ჯიქურს გვაცნობს, რომელიც პროგრამირების საერთაშორისო სკოლა „ალგორითმიკას“ ვიზუალური პროგრამირების კურსის წარმატებული მონაწილე გახლავთ. მოსწავლემ სასწავლო პროგრამას წარმატებით გაართვა თავი. აღსანიშნავია, რომ კურსის ბოლოს მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მულტიპლიკაციურ პროექტს.
გიორგი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატით უკვე დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და დიდ მომავალსა და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, გიორგის და კიდევ უამრავ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: