თბილისის N191 საჯარო სკოლაში „ვერის უბნის მელოდიები“ დაიდგა 
18-01-2024

თბილისის N191 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. იმართება არაერთი ღონისძიება, რაც როგორც მოსწავლეთა, ცოდნის ისე მათ ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენას ემსახურება. 

სკოლაში, შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთული იყო წინასაახალწლო პერიოდი. 

თბილისის N191 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიუზიკლით „ვერის უბნის მელოდიებით“ მიულოცეს. 

პროექტი განხორციელდა სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, ხოლო მისი ავტორი თამარ დავითაშვილი გახლავთ. 

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმართა შორის იმყოფებოდა კომპოზიტორი კახა ცაბაძე.

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

სკოლა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებს, მიწვეულ სტუმრებს, ანსამბლ „ბარაკონს“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203