„ბუნება და ჩვენი ყოფა. ადამიანის პორტრეტი მუსიკაში“ - თბილისის N141 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
18-01-2024

თბილისის N141 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებითა და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 კლასში 12 დეკემბერს ჩატარებული ღია გაკვეთილი მუსიკაში. გაკვეთილის თემა გახლდათ „ბუნება და ჩვენი ყოფა. ადამიანის პორტრეტი მუსიკაში“. საკითხი - „ავე მარია“. პედაგოგმა მოსწავლეებს არაერთი სასწავლო აქტივობა, მეთოდი თუ რესურსი შესთავაზა, რაც მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურობაზე აისახა. მოსწავლეებმა თემის გარშემო საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. 

გაკვეთილს ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს. 

სასწავლო პროცესს უძღვებოდა პედაგოგი ეთერი ბარამიძე, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203