როგორ აღნიშნა ჩხორიის საჯარო სკოლამ ეროვნული სამოსის დღე
23-05-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს, ეროვნული სამოსის დღე ჩატარდა. 

„მოსწავლეები სიხარულით ემზადებოდნენ ამ დღისათვის, ზრუნავდნენ ერთმანეთის ჩაცმაზე, ნაციონალური სამოსის მომარაგებაზე, საზეიმოდ მოირთო ეზო, დილიდან დაიწყო ღონისძიებები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლის დირექცია, სოფლის გამგებელი, სამოყვარულო თეატრი „ჩხორიას“ თანამშრომლები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები. 

სკოლის ეზო დროშებით, ბუშტებით, ყვავილებით იყო მორთული. ეზოშივე გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ეროვნული სამოსის ფოტოჩვენება. 

ეზოში დადგმულ მოლბერტებზე ხატავდნენ ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები. 

ეროვნულ სამოსში არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც გამოეწყვნენ. ღონისძიების დასასრულს მათ მოსწავლეებთან ერთად ტორტი გაჭრეს. 

„ზეიმის ორგანიზებაში მთელი კოლექტივი მონაწილეობდა, მაგრამ განსაკუთრებული წვლილი სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მაია არახამიამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეა ფიფიამ შეიტანეს, ცეკვები დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ელიკო გაბუნიამ დადგა, ფინანსურად კი სკოლის დირექციამ გაგვიწია უზურნველყოფა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ზეიმს მიწვეული სტუმრები და მშობლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203