„სტუმრად მზის სისტემაში“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა საინტერესო პროექტი და შთამბეჭდავი წარმოდგენა 
18-01-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, V კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელსაც ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ხათუნა უსტიაშვილი ხელმძღვანელობდა.

პროექტი მიზნად ისახავდა პრობლემის დასმისა და მისი გადაჭრის, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების ხელშეწყობას, მთავარი მიზანი კი იყო მოსწავლეებს აღეწერათ მზის სისტემა.

„როცა ვიწყებთ კოსმოსის შესწავლას მეხუთე კლასში ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს ეს თემა და ბევრი კითხვა უჩნდებათ, ამიტომ გადავწყვიტე განმეხორციელებინა სასწავლო პროექტი, რომელიც დავასრულეთ სპექტაკლით - „სტუმრად მზის სისტემაში“.

მოგეხსენებათ, პროექტით სწავლება წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ ფორმულირებულ პრობლემაზე, რომლის დასამუშავებლადაც ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ქმნიან საერთო პროდუქტს.

დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას - ცოდნის ტრანსფერს. მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე სცენარი და შევქმენით დეკორაციები. პროექტის წარმატება განაპირობა საკითხის შემოქმედებითად გააზრებამ“,- აღნიშნავს მასწავლებელი და დასძენს, რომ მოსწავლეებმა სრულყოფილად შეისწავლეს „მზის სისტემა“, ღრმად გაიაზრეს შესასწავლი
მასალა, განუვითარდათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203