კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება 
18-01-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასწავლო წელი გაჯერებულია, მრავალფეროვანი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ასევე საზეიმო-გასართობი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ტრადიციულად, წინასაახალწლოდ საზეიმო ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიების ყველა მონაწილე კლასი საინტერესო წარმოდგენით წარდგა მაყურებლის წინაშე.

მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელებს და მუსიკის პედაგოგს ღონისძიების ორგანიზებისთვის და საინტერესო, შინაარსიან და წარმატებებით დახუნძლულ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203