ვანის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო კლიპი
18-01-2024
ვანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დატვირთულია მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითა და დიდი ენთუზიაზმით ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით შთამბეჭდავი კლიპი გადაიღეს. ისინი სანტა კლაუსის ფორმებში გამოეწყვნენ და დაუვიწყარი, შესანიშნავი სანახაობა დადგეს - იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

ბავშვებმა ასევე კლიპის მრავალფეროვნებისთვის ქალაქის სხვადასხვა საინტერესო ადგილი შეარჩიეს, რომელიც საახალწლოდ ლამაზ ფერებში იყო მორთული და დეკორაციებით გაფორმებული. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს და მათ საჭირო უნარებს უვითარებს.

იხილეთ კლიპი ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203