ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლის - ანა დოლიძის სპორტული წარმატება და დირექტორის გულმხურვალე მილოცვა
17-01-2024

სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში ანა დოლიძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ანა დოლიძემ 2013 წელს დაბადებულ გოგონათა შორის, მხატვრული ტანვარჯიშის წლის შემაჯამებელ ღია პირველობაზე A კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. 

მოსწავლე შესაბამისი დიპლომითა და მედლით დაჯილდოვდა. 

სკოლის დირექტორი ლალი ყაჭეიშვილი მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობს, წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავს და წინსვლას უსურვებს

„უამრავი წარმატება და ბედნიერი მომავალი შენ ჩემო კარგო“,- წერს დირექტორი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203