ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა გასვლითი კულტურული ღონისძიება 
17-01-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემეცნებით და კულტურულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ თეატრალური ხელოვნების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულების ფორმირებას მიეძღვნა სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა გასვლითი ღონისძიება. 

მეშვიდეკლასელები, კლასის დამრიგებლის - მაია რიჟამაძის ხელმძღვანელობით, კულტურული ტურით დედაქალაქს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა თეატრი „პროტესტის“ ახალგაზრდულ დასის რაფიელ ერისთავის ნაწარმოების მიხედვით დადგმული ტრაგიკომედია - „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ ნახეს. 

მოსწავლეებისთვის სპექტაკლი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„კმაყოფილები დავრჩით და მადლობა გადავუხადეთ ახალგაზრდულ დასს. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები - მანანა თოდაძესთან, ფრიდონ კიკილაშვილთან, გიორგი შალვაშვილთან, თამთა პატაშურთან, ნიკუშა ლაჩაშვილთან“,- გვიყვებიან მოსწავლეები და მათი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203