გვიშტიბისა და გუბისწყლის საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
17-01-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბისა და სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლებს შორის შედგა მეგობრული თანამშრომლობა, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ამ თვალსაზრისით თემში არსებულ პრობლემებზე და დასახეს სამომავლო გეგმები.

როგორც გვიშტიბის საჯარო სკოლის წარმომადგენელი გვეუბნება, ბავშვებმა დაამზადეს ბუკლეტები და ბროშურები, რომელთა გავრცელებაც ხელს შეუწყობს ამ თვალსაზრისით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და არსებული პრობლემების მოგვარებას.

ერთობლივი ძალებით დასუფთავდა ორივე სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

მოსწავლეებში ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები და ამაღლდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გრძნობა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203