სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონმა წელს მე-11 გამოშვება იზეიმა
23-05-2018
სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის ავტორიზებულ გიმნაზია-პანსიონში ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. წელს გიმნაზიამ მე-11 გამოშვება იზეიმა.
მოსწავლეებმა გიმნაზიაში სხვადასხვა ღონისძიება გამართეს, გამოვიდნენ სიტყვით, დაემშვიდობნენ მასწავლებლებს, მოხატეს ერთმანეთის თეთრი პერანგები.
გიმნაზია-პანსიონი ულოცავს მათ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების გზაზე წარმატებებს უსურვებს.