აჭყვას საჯარო სკოლის 2022 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ 
16-01-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის არიან 2022 წლის ოქროსმედალოსნები - გიორგი დავითაძე, საბა აბუსელიძე და საბა ბოლქვაძე, რომლებიც კუთვნილი მედლებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203