ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დადიანების სასახლის საშობაო მეჯლისის ატმოსფერო გააცოცხლეს 
16-01-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

შემოქმედებითი დავალებები მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს და მათი აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მე-5 კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალება თემაზე - „დადიანების სასახლე სამეგრელოში“, რომელიც საგნის - „ჩვენი საქართველო“ შესწავლისას შეასრულეს. 

დავალება მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით წარმტაცი და თავშესაქცევი აღმოჩნდა. დავალების ფარგლებში „საშობაო მეჯლისი“ გაიმართა. მოსწავლეებმა დადიანების მუზეუმის ტრადიციული საშობაო მეჯლისის ატმოსფერო გააცოცხლეს და ზღაპრული სანახაობა გამართეს. 

დიდებულად შემოსილი მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარდგნენ და სამეჯლისო ცეკვები შეასრულეს. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203