
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ღონისძიებებით განსაკუთრებით დატვირთული იყო წინასაახალწლო პერიოდი. აღსანიშნავია, მე-2 კლასის მოსწავლეთა საახალწლო ღონისძიება.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიების ბოლოს პატარები დასაჩუქრდნენ.
პედაგოგი მარიამ ბრეგვაძე მოსწავლეებს ახალ წელს კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ჩემო პატარებო, გილოცავთ ახალ წელს. სიკეთე და სიხარული დაგებედოთ. მუდამ ასეთი ლამაზები, ლაღები და ბედნიერები ყოფილიყავით“,- ვკითხულობთ პედაგოგის წერილში.
იხილეთ ფოტოები: