ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაძვის ხის დეკორაციები შექმნეს
15-01-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის ოლადაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დადებითად აისახება. 

ამ მხრივ საინტერესო და განსაკუთრებული იყო წინასაახალწლო დღეები. 

ოლადაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - შუშანა მაკარაძემ მოსწავლეები სახალისო შემოქმედებით აქტივობებში ჩართო. 

მოსწავლეებმა ნაძვის ხის დეკორაციები შექმნეს და ახალი წლის მთავარი სიმბოლო მოკაზმეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203