„კარნავალი ტყეში“ - წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა ზღაპრული საახალწლო სანახაობა
15-01-2024

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, რომელთაც ბავშვებს წინასაახალწლოდ არაერთი ღონისძიება შესთავაზეს. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-3 კლასის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება - „კარნავალი ტყეში“.

კლასის დამრიგებლის - შორენა ჯიქიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა მაყურებელი „ჯადოსნურ ტყეში“ ამოგზაურეს და არემარე საამური ჰანგებით აავსეს.

ტყის სამეფოში ახალი წლის დადგომას ელოდებოდნენ ზღაპრის პერსონაჟები - წუნა და წრუწუნა, ფუტკარი, მამალი, ძაღლი და ბაჭია. მხიარულმა ბავშვებმა კი კარნავალი გამართეს.

წითელქუდამ სხვა სოფელში მიმავალი ბურატინო თავის მეგობრებთან წაიყვანა, რომ საახალწლო ნაძვის ხესთან სურვილები ჩაეფიქრათ და სამყაროსთვის ესურვათ სიხარული, სიკეთე, მშვიდობა ...

მოსწავლეებმა ზღაპრული წარმოდგენით ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203