საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული ზამთარი
15-01-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მხრივ განსაკუთრებული იყო წინასაახალწლო პერიოდი. გაიმართა არაერთი ღონისძიება. 

მათ შორის, სკოლის ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა - ასტხიკ გალოიანმა, ჰაიკუჰი ჰახვერდიანმა და ანნა თევანიანმა, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გადაიღეს საახალწლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „როგორ წავიდა ჭიანჭველა პაწა თოვლის ბაბუას სანახავად“. 

ასევე, ბილინგვურის სპეციალისტებმა გამართეს საახალწლო ღონისძიება, ხოლო ხელოვნების მასწავლებელმა - ლიდა გალოიანმა მოაწყო გამოფენა და სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს წარუდგინა მოსწავლეთა ნამუშევრები.

მოსწავლეები ახალ წელს ახალი შემართებით, გეგმებითა და განახლებული ენერგიით შეხვდნენ. 

იხილეთ ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203