„ახალი წლის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“ - ქუთაისის N40 სკოლის მეექვსეკლასელთა შემეცნებითი და სახალისო საახალწლო ღონისძიება
15-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის, წინასაახალწლოდ, 22 დეკემბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასში (კლასის ხელმძღვანელი - დარეჯან ნემსაძე) ჩატარდა საახალწლო ღონისძიება - „ახალი წლის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“.

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს გერმანიასა და იტალიაში, ირლანდიაში, ეთიოპიაში, ავსტრალიაში, ჩილეში, შოტლანდიასა და ბულგარეთში, სომხეთსა თუ აზერბაიჯანში და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

მოსწავლეების სასკოლო საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების შესახებ ენაცვლებოდა ლამაზი ლექსი და ხალხური სიმღერა, ხოლო ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო თამაშს - საიდუმლო სანტას გამოვლინებას ... ხუმრობისა და სიცილის ფონზე ბავშვებმა გადასცეს ერთმანეთს სამახსოვრო საახალწლო საჩუქრები.

ასე ხალისით დაემშვიდობნენ მოსწავლეები ძველ და იმედებით შეეგებნენ ახალ 2024 წელს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ N40 საჯარო სკოლის პედაგოგები - აზა ჯამბურიძე და ვალიდა კვირიკაშვილი, მე-6 კლასის მოსწავლეთა მშობლები.

ღონისძიების დასასრულს პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს ბავშვებს დამდეგი შობა -ახალი წელი, მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელ დარეჯან ნემსაძეს გაწეული შრომისთვის - საინტერესო, შინაარსიანი და ძალიან ხალისიანი ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203