„არა პიროტექნიკას“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება 
15-01-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

მათ შორის, აღსანიშნავია ეკოკლუბ „21-ე საუკუნის“ წევრების და მათი ხელმძღვანელის, ქიმიის მასწავლებლის, ცისანა ქოქოსაძის საინტერესო ინიციატივა - „არა პიროტექნიკას“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პიროტექნიკის მავნებლობაზე ნახატი წარმოადგინა X კლასის მოსწავლემ, გიორგი ყიფიანმა, ხოლო პრეზენტაციაზე VIII კლასის მოსწავლემ, საბა ქასრაშვილმა ისაუბრა პიროტექნიკის გამოყენების უარყოფით მხარეებზე.

მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პიროტექნიკით შექმნილი ლამაზი სანახაობა, შესაძლოა ზოგიერთისთვის უბედურებად იქცეს. შედეგად, მსმენელებმა, ეკოკლუბის წევრებთან ერთად მიიღეს, გადაწყვეტილება - „არა პიროტექნიკას“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203