ბიბლიოთეკის კონკურსში „გახდი პრეზიდენტი“ წალენჯიხის საჯარო სკოლები აქტიურად ჩაერთნენ
22-05-2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში ინტელექტუალური კონკურსი „გახდი პრეზიდენტი, სამაგიდო თამაში მოზარდებისათვის“ ჩატარდა.
ინტელექტუალური კონკურსის კითხვები მოიცავდა ყველა საგანსა თუ სფეროს: საქართველოს კონსტიტუცია, რელიგური საკითხები, ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება და ა. შ.
კონკურსში საჩინოს N1 საჯარო სკოლა, მიქავას N1 საჯარო სკოლა, მედანის საჯარო სკოლა, საჩინოს N2 საჯარო სკოლა და წალენჯიხის N7 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მიქავას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ილო კვარაცხელია, მედანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჭეჟია და წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა წულაია.
გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. იხილეთ ფოტო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს