დიდი საახალწლო ზარ-ზეიმი ნახშირღელის საჯარო სკოლაში
12-01-2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში ახალმა წელმა ჩვეული მხიარულებითა და ზარ-ზეიმით შეაბიჯა. 

მოირთო ეზო, დერეფნები საკლასო ოთახები. თითქოს ამინდმაც ხელი შეუწყო და თოვლით გაახარა ბავშვები.

ისინი სულმოუთქმელად ელოდნენ თოვლის ბაბუს. მანაც არ დააყოვნა, მხიარული ზეიმის დასასრულს გამოჩნდა და სხვადასხვა ნუგბარითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა პატარები.

ისმოდა გადაძახილები - „ფეხბედნიერი იყავი წელო ახალო, სიკეთის, მშვიდობისა და სიხარულის შობა-ახალი წელი გაუთენე სრულიად საქართველოს და სამყაროს“. 

კარნავალში l, ll, lll და IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლაში ლამაზი ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან მათ დამრიგებლებსა და მშობლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203