
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
30 დეკემბერს, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ვიდეო: