
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქრისტეშობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნეს. ბავშვებმა ტრადიციულ საშობაო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
„ალილოს“ მსვლელობასა და საყოველთაო სიხარულს პირველი სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნინო ცეცხლაძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ.
სპეციალურ საზეიმო შესამოსელში გამოწყობილმა პატარებმა სურსათ-სანოვაგე შეაგროვეს მათთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
იხილეთ ფოტოები: