დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „საიდუმლო სანტამ“ დაასაჩუქრა
12-01-2024

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ახალი, 2024 წელი განსაკუთრებულად დაიწყო. ისინი „საიდუმლო სანტამ“ საჩუქრებით გაახარა.

„სანტას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მაინც აღვნიშნავ, რომ ის N1 სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომლის ქველმოქმედებამ ძალიან გაგვახარა“, - ამბობენ სკოლაში.

მთელი სასკოლო საზოგადოება იზიარებს მოსწავლეთა სიხარულს და ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს.

„2024 წელი ყოფილიყოს ყველასთვის ბედნიერების, სიხარულის, ურთიერთსიყვარულის მომტანი. გისურვებთ, ყველა ნატვრის, სურვილის, ოცნების ასრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას!

კარგია, როცა მოსწავლე არის მიზანდასახული და იცის განათლების ფასი, მაგრამ ასმაგად დასაფასებელია, როცა ის ცოდნასთან ერთად ზრდილობით, თავმდაბლობითა და წესიერებით არის გამორჩეული. სწორედ ასეთი მოსწავლეები შეარჩია ჩვენმა საიდუმლო სანტამ და საახალწლო საჩუქრით გაახარა მეექვსეკლასელები: ანა ჯამასპიშვილი და ირაკლი ცქიტიშვილი. მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგების სახელით მადლობას ვუხდით სანტას პატარებისთვის ამ დიდი სიხარულის მინიჭებისთვის. ვულოცავთ შობა-ახალ წელს და ვუსურვებთ ბედნიერებას, ულევ სიხარულს, ხვავსა და ბარაქას. უფალი შეეწიოს კეთილი საქმის კეთრბაში.

წარმატებები ყველას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203