წალენჯიხის N1 სკოლის მოსწავლეთა სახალისო პროექტი და მათი შექმნილი ორიგინალური ნაძვის ხეები
12-01-2024

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

მათ შორის წინასაახალწლოდ, დირექციამ და სკოლის თვითმმართველობამ განახორციელა პროექტი - „ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე“. 

პროექტში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლასებმა წარმოადგინეს ერთმანეთზე უკეთესი „კრეატიული ნაძვის ხეები“. 

კომისიამ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს აქტიური მონაწილეობისათვის, გადასცა სიგელები და გამოავლინა გამარჯვებული კლასი (მე- 6 კლასი). მეექვსეკლასელებს შესაბამისი სიგელი გადაეცათ. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203