
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ, როგორც ხარისხიან განახლებას, ასევე, თავადაც არასდროს წყვეტენ სწავლას.
ამჯერად, სკოლის პედაგოგები მასშტაბურ პროექტს - გარემოსდაცვითი განათლების პროგრამას, შეუერთდნენ.
პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმა მასწავლებლების დატრეინინგება საზღვარგარეთის სკოლებში.
პროექტში მონაწილეობენ ლიის N1 საჯარო სკოლა და კონკურსის შედეგად შერჩეული პედაგოგები: ნათია მეგრელიძე და ნუნუ შონია.
სკოლაში პედაგოგებს წარმატებას უსურვებენ.