თბილისის N132 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია ჩატარდა
12-01-2024

თბილისის N132 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს სასურველ გარემოს უქმნის პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის. 

10 იანვარს, სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია, სახელწოდებით - „მე გამომივიდა, სცადე შენც“ შემოქმედებითი, საინტერესო, პრაქტიკული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, ხედვები და მიზნები და ხელი შეაშველეს წარმატების მწვერვალზე ასასვლელად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203