
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ქეთევან გედენიძე მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობს.
ამ მხრივ საინტერესო იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც.
1-ელ დეკემბერს IVა კლასში, მასწავლებელმა ქეთევან გედენიძემ, ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „მუსიკა და ტელევიზია“. საკითხი: „ანონსისა და გადაცემის აღწერა მუსიკით“.
მასწავლებელმა გაკვეთილი დაიწყო სახალისო რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებით. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეებმა გაიხსენეს და დაასახელეს ცნობილი ტელეგადაცემები, სატელევიზიო და მუსიკალური ჟანრები, ლოგო და ქუდი.
მასწავლებელმა მოსწავლეებს უჩვენა ორი ტელეგადაცემის ანონსი: „მუსიკოლოგოსი“ და „ფეხბურთის დრო“. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები გასცეს შეკითხვებს, თუ რა ინფორმაცია მიიღეს ვიდეოფრაგმენტებიდან და რომელი ჟანრის ანონსი იყო წარმოდგენილი.
მოსმენილი რევაზ ლაღიძის ოთხი ნაწარმოების ფრაგმენტები აღწერეს მახასიათებლების გამოყენებით, მიუსადაგეს ისინი ეკრანზე წარმოდგენილ დედაქალაქში არსებულ ძეგლებს და წერილობით უპასუხეს შეკითხვებს, თუ რომელი ფრაგმენტი მოეწონათ ყველაზე მეტად და როგორი განწყობის იყო თითოეული ფრაგმენტი.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, კლასის დამრიგებელი ქეთინო დიაკონიძე და ინფორმაციული მენეჯერი მარი ივანიძე.
გაკვეთილმა მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: