
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის საბაზო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი დიდი ჟრიამულით დასრულდა.
სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ზეიმი თეა ჯავახიშვილისა და ანა ნარიმანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, სხვადასხვა ნომერი გამართეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს.
მოსწავლეებმა იმღერეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: