„ვეფხისტყაოსნის“ კვირეული შავღელეს საჯარო სკოლაში 
11-01-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის I სემესტრში საინტერესო და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდა.

მათ შორის იყო „ვეფხისტყაოსნის“ კვირეული, რომლის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს და წაკითხული ტექსტი ნახატების მეშვეობით გამოსახეს. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, ასევე გაიმართა ნახატებიის კონკურსი, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

კვირეულს ხელმძღვანელობდენ ქართული ენის მასწავლებლები: ვაჟა ქამაშიძე და ლია მამულაძე. ღონისძიებაში სკოლის მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და კონკურსები მოსწავლეთა ცოდნასა და მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203