შთამბეჭდავი ღონისძიება და ზღაპრული საახალწლო განწყობა გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში
11-01-2024

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო ზეიმით დაგვირგვინდა.

სემესტრის ბოლო დღეებში, შთამბეჭდავად მოირთო სასკოლო სივრცე, მოსწავლეებმა ხალისით ააციმციმეს ნაძვის ხე და ერთმანეთს შობა - ახალი წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცეს. 

მოსწავლეები თემატურ კოსტიუმებშიც გამოეწყვნენ, შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

საზეიმოდ მორთული სკოლა, თემატურად მოკაზმული მოსწავლეები, დიდი ხალისი და ჟრიამული - ასეთი განწყობა სუფევდა გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203