
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024 წლის შემობრძანება განსაკუთრებულად აღნიშნეს.
სკოლის I-II კლასებში, პედაგოგ მადონა წარეთაშვილის ინიციატივით, საშობაო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმზე მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები, ლექსები შესანიშნავად წარადგინეს და სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს.
ღონისძიების ბოლოს კი თოვლის პაპამ მოსწავლეები დაასაჩუქრა, რამაც ისინი ძალიან გაახარა.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა შემოქმედობითობამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ეს დღე ხალისიანი, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: